ზვიად ძიძიგური: მიწა არის უნიკალური და მილევადი საკუთრება, რაც მეტად მოვუფრთხილდებით, მით უკეთესი

„ მიწა არის უნიკალური და მილევადი საკუთრება, რაც უფრო მეტად მოვუფრთხილდებით, მით უკეთესი“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა უცხოელებისთვის აიკრძალება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.
„ ის არგუმენტები, რომ თუ ახლა მიწას არ გავასხვისებთ უცხოელებზე, ამით ჩვენ ინვესტორების ნაკადს შევამცირებთ, ასე არ არის, არავითარ შემთხვევაში. თუ ვინმე ისეთი ინვესტორი მოდის, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს ქვეყანაში, მთავრობას, ასეთ შემთხვევაში, ექნება ექსკლუზიური უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონსტიტუციაში ჩანაწერს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება, რომ კონსტიტუციაში ასეთი ტიპის ჩანაწერი გაჩნდება და „კონსერვატორები“ ამას მივესალმებით. იმ საუნჯის შენარჩუნებისათვის, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და სიცოცხლე გასწირეს, უპრიანი იქნება, თუ ასეთი ჩანაწერი გაჩნდება. ეს ჩანაწერი ისევე, როგორც ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი, „კონსერვატორებისთვის“ განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია”, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები