ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქორწინება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

ქორწინება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ის გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს გამოჯანმრთელების შანსს ზრდის. ამის შესახებ დასკვნა ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიტანეს.
მეცნიერების დასკვნის მიხედვით, მოსიყვარულე მეუღლე მეტ ყურადღებას დაგითმობთ და საკუთარ თავზე უკეთესად ზრუნვასაც გაიძულებთ.
დიდი ბრიტანეთის გულსისხლძარღვთა დაავადებების საზოგადოების კონფერენციაზე მეცნიერებმა ასევე, განაცხადეს, რომ ქორწინება ადამიანს ისეთი რისკფაქტორებისგან იცავს, როგორიც არის მაღალი ქოლესტერინი, მაღალი წნევა და დიაბეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები