მოსკოვში საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ დაფუძნდა

მოსკოვში დაფუძნდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“. იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ის „მსოფლიოში აფხაზეთის პოპულარიზაციით იქნება დაკავებული“. კეთილი ნების ელჩები რუსი და აფხაზი მსახიობები და სპორტსმენები გახდნენ. ორგანიზაციის დაფუძნების ცერემონიაზე რუსმა რეჟისორმა, სტანისლავ გოვორუხინმა განაცხადა, რომ „აფხაზეთი რუსეთის მოძმე ქვეყანაა და მისი მოსახლეობა სტუმართმოყვარეობით და სიკეთით გამოირჩევა“. გოვორუხინმა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს“ ორგანიზაციის შექმნა მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები