ე.წ.მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტიდან მამაკაცი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ არბოს განაპირას ე.წ.მესაზღვრეებმა 40 წლის ჯუმბერ ბექაური დააკავეს. ჯუმბერ ბექაური სოფელ არბოში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა. ბექაურის დაკავების ფაქტი „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში აცხადებენ, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და დაკავებულის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები