გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას გამორიცხავს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამწუხარო ინციდენტს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

“შემიძლია გითხრათ, ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული სტანდარტების განვითარება და შენარჩუნება, რომელსაც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. მე შევთავაზე აფგან მუხთარლის ოჯახს, ცოლს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა და დაცვა. პიროვნება, რომელზეც საუბრობენ, არის დაკავებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები