როდის გაიმართება „ოსკარის“ მორიგი დაჯილდოება – ამერიკის კინოაკადემიამ ცერემონიის თარიღი გამოაცხადა
აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოების, „ოსკარის“ მორიგი ცერემონია გაიმართება 2026 წლის 15 მარტს გაიმართება.
როგორც ამერიკის კინოაკადემიის განცხადებაშია აღნიშნული, ცერემონია სატელევიზიო არხზე ABC-ზე გადაიცემა.
„აკადემიის მმართველთა საბჭომ დაამტკიცა ჯილდოს წესები და კამპანიის რეგულაციები „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიისთვის… „ოსკარის“ დაჯილდოება პირდაპირ ეთერში ABC-ზე კვირას, 2026 წლის 15 მარტს, საღამოს 19:00 საათზე გადაიცემა“, – ნათქვამია განცხადებაში.