ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც ოფიციალური ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ გარდაცვალების მოწმობაშია აღნიშნული, ცერებრალურმა ინსულტმა კომა და შეუქცევადი გულის უკმარისობა გამოიწვია.
პაპ ფრანცისკეს სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის 14 თებერვალს გემელის საავადმყოფოში რესპირატორული კრიზისის გამო გადაიყვანეს, რომელიც შემდეგ ორმაგ პნევმონიაში გადაიზარდა.
ვატიკანის ცნობით, რომის პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე დღეს დილით 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.