საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს პრესასთან.

დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები