ოკუპანტებმა ბერშუეთიდან 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთიდან 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილი გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ეგრეთ წოდებული „ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“ დააკავეს.
მიხეილ ბიძინაშვილი ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. სოფელ ბერშუეთის მცხოვრებნი ამბობენ, რომ მიხეილ ბიძინაშვილი სოფლის საძოვრებზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა წაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები