იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონში სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარეები აირჩია. დღეს გასაუბრება სულ 12-მა კანდიდატმა გაიარა, საიდანაც 11 სასამართლოს თავმჯდომარედ, ერთი კი პალატის თავმჯომარედ გამწესდა. სასამართლოს თავმჯდომარეები საბჭოს წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერით დაინიშნენ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დავით მამისეიშვილი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ – ვლადიმერ ხუჭუა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ – მამია ფხაკაძე,ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ – ნატრული აკობია აირჩიეს. ახლად არჩეული თავმჯდომარეები არიან ასევე, გორის რაიონულ სასამართლოში – ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატა- გოჩა აბუსერიძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო- დიმიტრი გვრიტიშვილი, ბოლნისის რაიონული სასამართლო-თეა ლეონიძე,სამტრედიის რაიონული სასამართლო – ლევან მეშველიანი,საჩხერის რაიონული სასამართლო – ივანე ყიფიანი, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე- თეიმურაზ სიხარულიძე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო – ხვიჩა კიკილაშვილი. ახლად არჩეული თავმჯდომარეები თანამდებობებზე 5 წლის ვადით გამწესდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები