სეოკ-ის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება. საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის მოსამზადებელი სხდომა 25 მაისს დასრულდა, რომელზეც მოსარჩელის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატის ორი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა მოწმის დაშვებაზე უარი განაცხადა.

საქმის არსებითი განხილვა, შესაძლოა, 12 ივნისს, 13:00 საათზე გაგრძელდეს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები