DC კომიქსების ყველაზე რეიტინგული ეკრანიზაცია პირველ ქალ სუპერგმირზე

კომიქსების მოყვარულებს საქართველოს კინოთეატრებში ახალი მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმის ნახვის შესაძლებლობა აქვთ. პეტი ჯენკინსის ფილმი Wonder Woman DC კომიქსების პირველი ეკრანიზაციაა სუპერგმირ ქალზე, რომლის პრემიერაც საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიომდე 1 დღით ადრე გაიმართა. გალ გადოთი ფილმის მთავარი პერსონაჟის დიანას შემსრულებელია.
ის განსაკუთრებული ძალით დაჯილდოვებული ბერძენი ქალის როლს თამაშობს. დიანა ამაზონის კუნძულ-სამოთხეში იზრდება, რომელიც გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
მას ბავშვობიდან მებრძოლად ზრდიდნენ. მას შემდეგ რაც გარესამყაროში საზარელი ომები იწყება, დიანა ტოვებს კუნძულს და იბრძვის მამაკაცების მხარდამხარ.
სწორედ ამ დროს ის საკუთარ თავში განსაკუთრებულ ძალას აღმოაჩენს.
კინოკრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ Wonder Woman DC კომიქსების საუკეთესო ეკრანიზაციაა, რაზეც რეიტინგებიც მიუთითებს: IMDb 8.4 Rotten Tomatoes 96%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები