პროექტი – „სტუმრად ძეგვის ბავშვთა სახლში“ დაიწყო

 პროექტი “სტუმრად ძეგვის ბავშვთა სახლში” განხორციელდება. როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ივნისის განმავლობაში, კვირაში ერთი მხატვრის გამოფენა და მასტერკლასი გაიმართება. მხატვრები საკუთარ შემოქმედებასა და ხელოვნებაზე ისაუბრებენ და ბავშვებთან ერთად ჩანახატებს გააკეთებენ.
პროექტის ფარგლებში, ძეგვის ბავშვთა სახლს საჩუქრად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადაეცემა.

ღონისძიებების განრიგი:

4.06.2017 – 13.00 სთ (მხატვარი გოგა მაღლაკელიძე)
11.06.2017– 13.00სთ (მხატვარი ქეთი მატაბელი)
18.06.2017 – 13.00 სთ (მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე)

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები