რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 მაისს დაკავებული ახალგაზრდა გათავისუფლებულია
საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ხვიჩა წყაროზია, რომელიც რუსთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მიმდინარე წლის 9 მაისს დააკავეს, გათავისუფლებულია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ხვიჩა წყაროზია ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.