ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხის უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მასშტაბური ღონისძიება გაატარეს.
გატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლინდა არარეგისტრირებული სახერხი საამქროები. ამოღებულია 11 უკანონო სახერხი დანადგარი, 16 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და 15 მ3 მორი.
შემოწმება ერთდროულად ოთხ სოფელში – ყვიბისში, საკირეში, ჭობისხევსა და დგვარში განხორციელდა და მასში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 45 თანამშრომელი მონაწილეობდა.
გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსგავსი პრევენციული ღონისძიებების გატარებას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები