ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ბრალი დაუმძიმდა

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ განცხადება დღეს “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის ადვოკატმა გააკეთა.
პაატა შავაძის განმარტებით, თუ აქამდე ღოღობერიძეს მასობრივი არეულობის ორგანიზატორობას ედავებოდნენ, ახლა ბრალის ფორმულირება შეიცვალა და უშუალო ხელმძღვანელობა ბრალდება.
მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. თავად ღოღობერიძე ბათუმის მოვლენებთან კავშირს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები