პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეხვედრები იმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სუბიექტებთან შეხვედრები იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში – ფიქრია ჩიხრაძე ავლაბრის სასახლეში კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე, “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აუცილებელია კონსენსუსი.
“საკონსტიტუციო ცვლილებების ვერსიას არ ეთანხმება არავინ. ერთადერთი, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, არის “ქართული ოცნება”. გვინდა მაქსიმალურად გავაგებინოთ ყველას, რომ მუსოლინის საარჩევნო სისტემა არ შეიძლება მივიღოთ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ბარიერის გაუქმების, მანდატების გადანაწილებისა და ბლოკების გაუქმების საკითხზე ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, კონსენსუსი სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც შედგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები