დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის, მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
დღეს, 3 ივნისს, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ, დიუკერული ტიპის შემაერთებელ კოლექტორზე ორი ახალი, ევროსტანდარტის 1000 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა.
პროექტი, დედაქალაქის განაშენიანების მატების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია წყალარინების სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები