არამწეველი და მწეველი ბრალდებულები/მსჯავრდებულები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან

დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში, არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები /მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან.
აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.
განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები