იაპონიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველოს ბიზნესკლიმატი იაპონური ბიზნესისთვის მიმზიდველია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის ვიცე-მინისტრთან, ტაკუმი იჰარასთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. იაპონიის ვიცე-მინისტრი მიესალმა ერთობლივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკება ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ. როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, ეკონომიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო მიმართულებით.
შეხვედრაზე იაპონიის ვიცე-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, რითიც საქართველო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მათ შორის იაპონიის ბიზნესწრეებში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. ვიცე-მინისტრმა, ტაკუმი იჰარამ მზადყოფნა გამოთქვა, იმუშაოს იაპონურ კომპანიებთან, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესპოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, მხარეებმა, ასევე, ერთობლივი ბიზნესფორუმების, შეხვედრების და სემინარების ორგანიზების აუცილებლობა აღნიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები