ედიშერ ქარჩავა: საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ

“საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ის საპატრიარქოს იურისტის უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.
„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, შემიძლია, ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ“, – განაცხადა ქარჩავამ.
როგორც ცნობილია, საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი კომენტარები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე, საპატრიარქოს დაცვის ყოფილ უფროსთან, სოსო ოხანაშვილთან და თბილისის სასულიერო სემინარიის ორ პედაგოგთან ერთად, უწმინდესის მოკვლის სურვილში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები