ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით სემეკი გადაწყვეტილებას ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს

ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით, სემეკი გადაწყვეტილებას ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა.
გაიზრდება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფი, ამის შესახებ საუბრისგან მილორავამ თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ სემეკის საჯარო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ყველას ექნება.
“კომისიის აპარატმა თითქმის დაასრულა მუშაობა ბუნებრივი გაზის ტარიფებზე, რაც წარმოდგენილი იყო 4 კომპანიის მიერ – ეს არის განაწილების 3 ლიცენზიანტი კომპანია „ყაზტრანსგაზი”, „საქორგაზი” და „სოკარ ჯორჯია გაზი”, ასევე, ტრანსპორტირების ლიცენზიანტის – „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში, დავნიშნავთ საჯარო სხდომებს. არის კიდევ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში. ამდენად, საჯარო სხდომებზე გვექნება უკვე სრულყოფილი, ამომწურავი, დასაბუთებული ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ტარიფში”, – განაცხადა მილორავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები