ეკა ბესელია: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, “ნაციონალური მოძრაობის” ოცნებაა

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, “ნაციონალური მოძრაობის” ოცნება და სურვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა.
“გამოძიების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა, ხოლო მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, “ნაციონალური მოძრაობის” ოცნება და სურვილია. ამ ოცნებებით და სურვილებით ვერ ვივლით, გამოძიების მონაცემებით უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდეს. ამ საკითხზე საჭიროა, ჯერ გამოძიებამ მოგვაწოდოს ინფორმაცია და ამის შემდეგ იქნება სწორი შეფასებების გაკეთება, როგორც სამართლებრივ, ასევე, პოლიტიკურ ჭრილში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები