მოსწავლეები, რომელთაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ თანაკლასელები არიან – რას აცხადებს 99-ე სკოლის დირექტორი

თბილისის 99 -ე საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო მესხიშვილის განცხადებით, მოსწავლეები, რომელთაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ თანაკლასელები არიან.
როგორც „კვირას“ 99-ე სკოლის დირექტორმა განუცხადა, მოზარდებს სხეულზე ძველი ნაიარევები ჰქონდათ.
ნინო მესხიშვილმა კეტეგორიულად უარყო იმის შესახებ ინფორმაცია, რომ მის მოსწავლეებს რაიმე კავშირი აქვთ ინტერნეტთამაშთან – „ლურჯი ვეშაპი“
თუმცა, სკოლის დირექტორმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი მოსწავლეები სამართალდამცავებმა გამოკითხეს.
„დიახ, დღეს გამოიკითხნენ მოსწავლეები. თუმცა, ბავშვებს ეს პატარა, რაღაცა ნაკაწრი, ძველი ნაიარევი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ძველი ნაიარევები რაღაცა გაურკვეველი ნახატები ჰქონდათ., რომელიც ძველი ნაიარევია. შვიდევე მოსწავლე ერთ კლასში სწავლობს. ხვალ მობრძანდით სკოლაში და ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს“ – განაცხადა ნინო მესხიშვილმა.
სავარაუდოდ, მოსწავლეების თვითდაზიანება ინტერნეტში გავრცელებულ თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება.
დღესვე შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
“უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.
თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.
მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში, აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები