მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიიის გამო დიღმის მოსახლეობას დენი არ მიეწოდება

დიღმის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიაა.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემ ხაზს ბეტონმზიდი დაეჯახა, რამაც შექმნა ავარიული ვითარება და 16 000 აბონენტს, ძირითადად, დიღმის მოსახლეობას ელექტრომომარაგება რამდენიმე წუთის წინ შეუწყდა.
კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე უკევ გასულები არიან ”თელასის” თანამშრომლები, რომლებიც პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები