გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრა დასრულდა

გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.
ქემოკლიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა იმ ინციდენტზე ისაუბრეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, მიმდებარე ტერიტორიაზე და გალის რაიონში მოხდა.
მისი თქმით, შეხვედრაზე კვლავ იმსჯელეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯიოღლის საკითხის შესახებ.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ამ ფაქტს ქემოკლიძემ ცინიზმი უწოდა.
მისი თქმით, კანჯიოღლიზე ძებნა წითელი ცირკულარით არის დაწყებული და ის აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.
ასევე, ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ ძალიან მწვავედ იყო დასმული ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დაწყებული ბორდერიზაციის საკითხი.
ენგურის ხიდზე შეხვედრის მონაწილეებს გიორგი ლუკავას, არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ელოდნენ.
ისინი მოითხოვენ, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ადამიანების გათავისუფლების საქმეში.
შემდეგი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები