ირაკლი შოთაძე ედიშერ ქარჩავას განცხადებებზე: ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა ინფორმაცია გადამოწმდება.
როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, ედიშერ ქარჩავა საგამოძიებო ორგანომ უკვე დაკითხა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია და ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ.
ედიშერ ქარჩავა დაიკითხა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია და ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ”,- განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ თბილისის სასულიერო სემინარიის რამდენიმე პედაგოგი, მათ შორის, მეუფე პეტრე და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი უწმინდესის მკვლელობის სურვილში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები