ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 11:00 საათისთვის დაიწყება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს 11:00 საათისთვის დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში განახლდება, რადგანაც ბრალდების მხარის შუამდგომლობით, მოსამართლემ სხდომების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
​პროცესზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი შესავალი სიტყვით უნდა მიმართონ. შესავალი სიტყვის წარმოთქმა დაგეგმილი იყო წინა პროცესზეც, თუმცა სხდომა დეკანოზის პროტესტის გამო ჩაიშალა. მან ასევე მოსთხოვა მის ადვოკატებს, მათაც დაეტოვებინათ დარბაზი. დეკანოზის მოთხოვნის საფუძველზე, დარბაზი ბრალდებულის ინტერესების დამცველებმაც დატოვეს.
დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესს დეკანოზის ორი ადვოკატი – გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი დაესწრებიან. ისინი სასამართლო განხილვებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, 19 მაისის სხდომიდან ადვოკატები სასამართლოს უპატივცემულობის გამო გააძევეს და შესაბამისად, დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის აღნიშნული განკარგულება ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები