ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით, 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ – ამხილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ, ფ.მ.-ს დახმარებით, ექსპლოატაციისათვის უვარგისი, დაშლილი „MERCEDES BENZ S550“-ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა – ექსპლოატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით, სს „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 ათასი ლარის ოდენობის სესხი მიიღო, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
ბრალდებულმა, აღნიშნული ქმედებებით, სს „ლიბერთი ბანკს“ 25 000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები