თურქეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს

თურქეთის ქალაქ ალანიაში რუსეთის 43 წლის მოქალაქე, ანდრეი სუჩანკინი დააკავეს. ის ნარკოტიკების შენახვაში და მარიხუანის მოყვანაშია ბრალდებული.
თურქული მედიის ინფორმაციით, სუჩანკინის ბინაში 27 ქოთანი აღმოაჩინეს, რომლებშიც მარიხუანა იზრდებოდა. ასევე სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქის საცხოვრებელში კანაფის თესლი და გამოყენებისთვის გამზადებული 70 გრამი ნარკოტიკი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები