მიხეილ ჯანელიძე: საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი იზრდება, რაც ვიზალიბერალიზაციის პრაქტიკული შედეგიცაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მონაწილეობდნენ. მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას, მათ შორის, DCFTA-ს უკავშირდება.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რადგანაც ეს არის კომიტეტი, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებში ძალიან ბევრ საკითხს განსაზღვრავს. ჩვენ გვქონდა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და გვაქვს მათი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი იზრდება, რაც ვიზალიბერალიზაციის პრაქტიკული შედეგიცაა.
“ჩვენ ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზეც, რას აპირებს საქართველო. ასევე, ვისაუბრეთ ძალიან დიდ მხარდაჭერაზე, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობაში ევროპული ინტეგრაციისადმი. საუბარი შეეხო გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების სახით; იმ ქმედებებს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხორციელდება და ასევე, სამშვიდობო პოლიტიკას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შერიგების პოლიტიკისთვის ევროპული ინტეგრაცია”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები