კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეატყობინოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სავალუტო ჯიხურებში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობას მოუწოდებს ეროვნულ ბანკს შეატყობინოს.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სავალუტო ჯიხურების შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არ მინდა, რომ ამას სეზონური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ტურისტული სეზონი აქტიურდება, მაშინ აქტიურდება ის დარღვევები, რომელსაც სამწუხაროდ, ვალუტის გაცვლით კურსში აქვს ადგილი და ამაზე ხშირად მოგვმართავენ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე. დარღვევები იყო სხვადასხვა ხასიათის.
არსებობს ვალუტის გაცვლის კურსის წესები, რომლის მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილონ. არსებობს ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული წესები და კანონის მოთხოვნები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ. ზუსტად ამ წესების შესაბამისობასთან მოხდა შემოწმება და აქედან გამომდინარე, მოხდა სანქციების დაწესება.
ამ მხრივ, მუშაობას გავაგრძელებთ, მაგრამ ძალიან მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ მათაც გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღებით შეხედონ თუ რა ტრანზაქციას აკეთებენ. ამავე დროს, თუ რაიმე დარღვევას ნახავენ, აუცილებლად შეგვატყობინონ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები