გიორგი მარგველაშვილი: ლოგიკური არ იქნება, უფრო მჭიდროდ მივაბათ ერთმანეთს მმართველობა და ხალხი?!

“ლოგიკური არ იქნება, უფრო მჭიდროდ მივაბათ ერთმანეთს მმართველობა და ხალხი? თუ სოფელში გასაყვანია გზა, ეს ადგილობრივებს არ უნდა ვკითხოთ?” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის რეფორმის თაობაზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უფრო ლოგიკური იქნება, თუ ხალხი და მმართველობა ერთმანეთს მჭიდროდ მიებმება.
“დღეს თურმე ჩვენ წინაშე დგება საკითხი – თვითმმართველობა ცუდია თუ კარგია. შეუმცდარი არავინაა. როდესაც შენ ცენტრიდან მართავ, ვერც გაგიბედავენ გითხრან, რომ შეცდომა დაუშვი. მაგ დროს ხდება ხოლმე, არასწორად ხიდს რომ აფეთქებენ, რომელიც თურმე ასაშენებელი კი არა, შარშან აშენებულია. თბილისიდან ვერ დაინახავ, ხიდი მუშაობს თუ არა. ლოგიკური არ იქნება, უფრო მჭიდროდ მივაბათ ერთმანეთს მმართველობა და ხალხი? თუ სოფელში გასაყვანია გზა, ეს ადგილობრივებს არ უნდა ვკითხოთ? უმაღლეს მათემატიკაზე ვსაუბრობ ახლა? რატომ ვშლით თვითმმართველობას? იმიტომ, რომ ნაკლები დაგვიჯდება? არა, უფრო მეტი დაგვიჯდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები