ლადო ბოჟაძე: თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაერთიანების შემთხვევაში, მთელი ბიუჯეტი ქალაქისკენ წავა და სოფლები დაზარალდება

„თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაერთიანება თვითმმართველობებისთვის დიდი დარტყმა იქნება“, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
​თვითმმართველი ქალაქების სტატუსი აღარ უქმდება, თუმცა გაუქმდება თვითმმართველი თემები და ისინი თვითმმართველ ქალაქებს შეუერთდებიან. მთავრობის აღნიშნული იდეის განხორციელების შემთხვევაში, ლადო ბოჟაძე შიშობს, რომ მთელი ბიუჯეტი ქალაქის ინტერესების დასაკმაყოფილებლად წავა და ამით სოფელი ძალიან დაზარალდება.
​„ მნიშვნელოვანია, რომ 7 თვითმმართველ ქალაქში და თვითმმართველ თემში, რომლის გაერთიანებაზეც არის საუბარი, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოხდეს საკითხის განხილვა. მთავრობა გეგმავდა თვითმმართველი ქალაქების სტატუსების გაუქმებას, თუმცა იმის გამო, რომ ამას დიდი ხმაური მოჰყვა, ახლა საუბარია არა თვითმმართველი ქალაქების, არამედ თვითმმართველი თემების გაუქმებაზე. ქალაქი და თემი კვლავ გაერთიანდება. ეს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან სწორედ ქალაქებისგან თემის გამოყოფის შედეგად, თემს გაუჩნდა მეტი ბიუჯეტი და რესურსი იმისთვის, რომ სოფლებს გზების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, მეტი რესურსი ჰქონოდა. გაერთიანების შემთხვევაში, ბიუჯეტი წავა ქალაქის ინტერესების დასაკმაყოფილებლად და სოფელი დაზარალდება. თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა მათ თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი“,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები