ირმა ინაშვილი: ქართულ მიწებს ყიდულობენ ის უცხოელი ინვესტორები, რომელთა ქვეყანაშიც მაღალია ტერორიზმის რისკი

„ქართულ მიწებს ყიდულობენ ის უცხოელი ინვესტორები, რომელთა ქვეყანაშიც მაღალია ტერორიზმის რისკი“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს ზესტაფონში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე განაცხადა.
„ჰექტრობით მიწა არის უკვე გაყიდული ერაყელებზე, ურაინელებზე, ინდოელებზე, ჩინელებზე. ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ქართულ მიწებს ყიდულობენ ის უცხოელი ინვესტორები, რომელთა ქვეყანაშიც მაღალია ტერორიზმის რისკი“, -განაცხადა ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები