„როდესაც პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია“

როდესაც პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სულხან-საბას უნივერსიტეტში კამპანიის – ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
”როდესაც პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია, არა მხოლოდ ომის დროს მართოს ქვეყანა, არამედ ომამდე კრიზისებში და არასაომარი ვითარების დროსაც კი გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამ მხრივ, სტაბილურობა იყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სამჯერ შეიცვალა და ჯარსაც სამჯერ მოუწია ფიცის დადება, რაც პრეზიდენტის თქმით, გამართლებული არ არის.
„ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის იყოს სტაბილური გარემო შექმნილი, მათ უნდა ჰყავდეთ მხედართმთავარი, რომელიც მათ მისცემს იმ ბრძანებას, რომ ამ რისკის ქვეშ დააყენონ სიცოცხლე, ამ ნაწილში უნდა იყვნენ ძალიან გამართულები, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები