“ევროკავშირის მხრიდან ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე ადეკვატურ შეფასებასა და რეაგირებას ველოდებით”

“დიდი იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ჰერბერტ ზალბერის განცხადებას ადეკვატური შეფასება და რეაგირება მოჰყვება” , – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განუცხადა.
ქაცარავას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს, როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, ასევე ბრიუსელთან.
„დიდი იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური შეფასება და რეაგირება იქნება. მხარესთან კომუნიკაცია გვაქვს. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, კომენტარები გავაკეთეთ და ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა საქმის კურსშია. ევროკავრიშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ არ აყენებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს და ევროკავშირის მხრიდან ადეკვატურ და შესაბამის რეაგირებას ველოდებით“, – აღნიშნა ქაცარავამ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები