ირაკლი კობახიძე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში იმყოფება, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას.
სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ დღეს შეხვედრა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯორჯე მილევიჩთან გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ჯორჯე მილევიჩმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნეს.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზეც.
შეხვედრაზე, ასევე, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ირაკლი კობახიძემ სერბ კოლეგას მოწვევა გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები