გიორგი მარგველაშვილი: არ შეიძლება ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და წაიღოს თავისთვის

”არ შეიძლება ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და წაიღოს თავისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სულხან-საბას უნივერსიტეტში, კამპანიის -”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, გადაუნაწილებელი ხმების წაღება გამარჯვებული ძალების მიერ მისთვის პრინციპულად მიუღებელია.
”არ შეიძლება ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და წაიღოს თავისთვის. აქ დაიწყო საუბარი, რომ მთლიანად ნუ წაიღებს, ცოტა წაიღოს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ბევრს წაიღებს თუ ცოტას, მითვისება – მითვისებაა. ეს არ არის ჩემთვის მისაღები პრაქტიკა და ცუდ იმპულსებს მისცემს საზოგადოებას. ორი წელია, საუბარია იმაზე, რომ დაიცავი შენი ხმა, არ წაგართვან ხმები, არ მოგატყუონ და უცებ გეუბნებიან რომ შენ, რომელ პარტიასაც მიეცი ხმა, მან ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და ის ხმები მიაქვს სხვას. ეს პრინციპულად მიუღებელია არა მხოლოდ საარჩევნო ტექნოლოგიით, არამედ მორალური თვალსაზრისითაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები