სალომე ზურაბიშვილი: ზალბერის საქციელს ერთი პასუხი აქვს – პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, რაც ყველასთვის გაფრთხილება იქნება

“სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარე არ უნდა დაელოდოს ბრიუსელის რეაგირებას და ზალბერის უკან გაწვევა უნდა მოითხოვოს.
„ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავისი მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში, ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა“, – განაცხადა ზურაბშვილმა.
​როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზალბერის საქციელს ერთი პასუხი აქვს – პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, რაც ყველასთვის გაფრთხილება იქნება.
​სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები