ქეთევან ციხელაშვილი: მოსკოვსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს, საერთაშორისო თანამეგობრობა არალეგიტიმურად განიხილავს

“მოსკოვსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს, როგორც ქართული მხარე, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა არალეგიტიმურად განიხილავს”, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის საკითხს.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს საკითხი ახალი არ არის და ამაზე დისკუსია და მსჯელობა დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა.
”რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ შეთანხმებებს და ასეთ ქმედებებს განვიხილავთ, როგორც არალეგიტიმურს. არა მხოლოდ საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც აქ არის აბსოლუტურად ცალსახა. თვითონ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია აფხაზური საზოგადოებისთვის და ესეც ცნობილი ფაქტია”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები