ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ელჩი უწყებაში დაიბარა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში – იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. იანოშ ჰერმანს ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხვდება. შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის განცხადება გაკეთდება.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში – ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები