ავტობანზე მომხდარ ავარიას საქართველოს პარლამენტის წევრის შვილი ემსხვერპლა 

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი – ბექა  ხახუბია ავტოავარიას ემსხვერპლა. ბექა ხახუბია 21 წლის იყო. „კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა  გორთან, ავტობანზე მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბექა  ხახუბია ირაკლი ხახუბიას უმცროსი ვაჟი იყო, დეპუტატს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს. „კვირას“ ინფორმაციით, ბექა ხახუბია დაოჯახებული  იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები