სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ თორდიას ცემის ფაქტზე, პარლამენტი საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ვერ შეითავსებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ  პარლამენტი საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ვერ შეითავსებს. როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტი საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.
მისივე თქმით, თუ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ იქნება, შემდეგ პარლამენტი ჩაერთვება.
„ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს სამართალდამცავების მხრიდან საკითხის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. თუ დავინახავთ, რომ ეს არის არასაკმარისი, სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ჩავერთოთ ჩვენ. პარლამენტი საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ვერ შეითავსებს. არ შეიძლება ფუნქციების აღრევა. ყველაფერს აქვს თავისი წესი. ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები