მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება

ნახევარსაათიანი შეფერხების შემდეგ, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

როგორც ”“კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს ელექტროენერგიის მიწოდება 16.45 წუთზე აღუდგა, რის შედეგადაც მოძრაობა აღდგა. კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე, სს „თელასისგან“ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რის გამოც, საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. კომპანიის ინფორმაციით, ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები