თბილისში, მიონის ცენტრში სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია – Sportsway გაიმართება

​საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 20 მაისს, თბილისში, მიონის ცენტრში, სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ.

​კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა, სპორტული მარკეტინგი, სპორტული ტურიზმის განვითარება საქართველოში, სპორტული მენეჯმენტი, ბრენდირებული სპორტული ტურნირების ორგანიზება და განვითარება. მოწვეული სპიკერები: ევგენი კოვალი – No Limits Productions – გენერალური დირექტორი; ვლადიმერ ვოლოშინი – Newman Sport–ისა და Business Consulting–ის მმართველი პარტნიორი; Ironstar–ისა და Rosa Run–ის დამფუძნებელი; ირინა ზაიცევა – სპორტული მარკეტინგის სააგენტო “Finance-sport” მფლობელი; ალექსეი კილასოვი – რუსეთის ეთნოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი; მარია გავრილოვა – Havas Sports & Entertainment – ის რუსული ოფისის გენერალური დირექტორი; სლავა მედვედენკო – 2 time NBA champion; ლუის სილვა – “CEO” Blue Rock ; ანა ჟუკოვა – Chief editor GR sport.

კონფერენციის პარტნიორები არიან: საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, თბილისის მერია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები