ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ერიკ პუხაევი დაამტკიცეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრად დე ფაქტო პარლამენტმა ერიკ პუხაევი დაამტკიცა. დე-ფაქტო პარლამენტში გამართულ ფარულ კენჭისყრაზე, პუხაევის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა 32-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი ვიცე-პრემიერის, ერიკ პუხაევის კანდიდატურა 5 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა წარადგინა.
ბიბილოვმა ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 9 აპრილს გაიმარჯვა და რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა, რის შემდეგაც მან საკადრო ცვლილებები განახორციელა.