მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად გაიმართება

​საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა აუცილებლად ჩატარდება.
“თბილისში აუცილებლად ჩატარდება განხილვა. გაგრძელდება ზოგადად, საყოველთაო-სახალხო განხილვები. კანონიც ამას ითვალისწინებს, რომ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, განხილვები უნდა გრძელდებოდეს. ჩვენ დღეს კომისიაზე განვიხილავთ ამ საკითხებს და ორგანიზაციულ დეტალებს შემდეგ მოგახსენებთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით ყველა დეტალის მიმართ და შევეცდებით, რომ ერთი მხრივ, დემოკრატიული გარემო იყოს უზრუნველყოფილი და უსაფრთხოებაც, პროვოკაციების თავიდან არიდებაც იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
​მდინარაძე გუშინ, ფილარმონიაში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცალსახად პროვოკაციული მოქმედებები განხორციელდა, რომელიც რეალურ შედეგზე არ იყო მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები