ოკუპანტებმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან 4 ადამიანი გაიტაცეს
ოკუპანტებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ისინი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლისა და ბროლოსნის მცხოვრებლები არიან. ისინი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, დაკავებულების გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.