უკრაინული ავიაკომპანია „ANDA Air“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია – „ANDA Air“-ი ზაფხულიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შეასრულებს.
ავიაკომპანია „ANDA Air“-ი, MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2 სიხშირით – ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით – 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 1-სიხშირით – ოთხშაბათობით იფრენს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენების განხორციელების ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები